Saturday, July 22, 2017

რა არის იტორია





ისტორია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის წარსულს. მისი შესწავლის ძირითადი საგანია:ბუნების, საზოგადოების, ცივილიზაციის, სახელმწიფოს, სხვა ობიექტების, მოვლენების განვითარების პროცესი; საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი (ისტორიული მეცნიერებები), რომელიც შეისწავლის კაცობრიობის განვლილ გზას, წარსულს მისი მთელი მრავალფეროვნებით და კონკრეტულობით.

გთავაზობთ ციტატებს ისტორიის შესახებ:


  • არქეოლოგები მიწიდან თხრიან ისტორიას, რომელიც დამარხეს პოლიტიკოსებმაგაბრიელ ლაუბი.
  • ისტორიაში მხოლოდ ანეკდოტები მიყვარსპროსპერ მერიმე.
  • ყველაფერი ღვთის ხელშია, ისტორიის გარდაზბიგნევ იეჟინა.
  • მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა. ფრიდრიხ იოჰან შილერი.
  • მსოფლიო ისტორია არის ხალხის ხალხზე გამარჯვების ისტორიასტეფან ჟერომსკი.
  • ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლიათჯორჯ ბერნარდ შოუ.
  • თუ ეს ისტორიაა, მირჩევნია წავიკითხო იგი და არა ვიმონაწილეო მასშიედიტ პიაფი.
  • ისტორიკოსი - უკან მიმართული წინასწარმეტყველიაფრიდრიხ შლეგელი.
  • ისტორია - ფაქტების კრებულია, რაც არ უნდა მომხდარიყო. (უცნობი ავტორი).
  • ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებითინდირა განდი.
  • ისტორია - ჩვენი ქმედებების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოსთვის მაგალითი, მომავლის განაფრთხილებელიმიგელ სერვანტესი.
  • ისტორია არის მაგალითებზე დაფუძნებული ფილოსოფიაჰენრი  ბოლინგბორი.
  •  ისტორია არის ლურსმანი, რომელზეც ვკიდებ რომანებსალექსანდრე დიუმა (უმცროსი)
  •  ისტორია არის მეცნიერება იმაზე რაც აღარ ასრის და არც იქნებაპოლ ვალერი.
  • ისტორია არის მიცვალებულთა, ცოცხალთა და ჯერ არ შობილთა შორის კავშირი. ედმუნდი ბერკი.
  •  მსოფლიო ისტორია არის დიდი პიროვნებების ბიოგრაფიებიტომას კარლეილი.
  • ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად. პლინიუს უმცროსი.
  • ისტორია იწერება გამარჯვებულთა მიერ. ისტორიას წერენ ისინი ვინც ცოცხალი რჩებამაქს ლერნერი.
  • ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიებირალფ ულდო ემერსონი.
  • კალენდრები, ისტორიის ვადაგასული ვექსილებიავიქტორ  შენდეროვიჩი.
  • ყველა სულელს შეუძლია ისტორიის შექმნა, მაგრამ მის ჩასაწერად გენიოსია საჭირო. ოსკარ უაილდი.
  • ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულსჯორჯ  ორუელი.
  • ისტორია რომანია, რომელიც იყო, რომანი ისტორიაა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო. ჟულ გონკური.
  • ისტორიის მიზანია, არ იყოს მიჩუმათებული სიქველენი, რათა ცუდ სიტყვებსა და საქმეებს ეშინოდეთ შთამომავლობისა და სირცხვილისა. ტაციტუსი.
  • ისტორია არის ის, რაც ერთ თაობას მეორეში აინტერესებს. ბურკჰარდტი.
  • ვისაც წარსული არ ახსოვს, განწირულია, გაიმეოროს იგი. სანტაიანა.
  • ისტორიოგრაფია არის ცხოვრების მასწავლებელი. მაგისტრა ვიტეა. 
  •  ისტორია არაფერს არ ასწავლის, არამედ მხოლოდ სჯის მისი გაკვეთილების  უცოდინრობისათვის. (უცნობი ავტორი).
და ბოლოს მინდა შემოგთვაზოთ დიდი ილიას სიტყვები:
  •  ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში. იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.

No comments:

Post a Comment